დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩანს - სომხეთის თავდაცვის უწყება 30.07.2021 13:35

სომხეთის თავდაცვის უწყება ფოტოს ავრცელებს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის „აეროსტარის“ ნამსხვრევები ჩანს.

 

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის რაიონში, სომხეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეღწევის მცდელობები დაფიქსირდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფების მოქმედებების შედეგად, ყველა მცდელობა ჩაიშალა. კერძოდ, ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ემსახურება. მისი ნაწილი გეღარქუნიქის რაიონის სოფელ ვანევანის ჩრდილოეთით 3.5 კილომეტრში დაეცა,“ - აცხადებენ უწყებაში.

 

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს სომხურ მედიას და სოციალური ქსელების მომხმარებლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. „სომხეთის შეიარაღებული ძალები სრულად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს,“- აცხადებენ უწყებაში.

 

შეგახსენებთ, მანამდე განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია მათი კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები