დღე: 15

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8777

"კვლევები აჩვენებს, რომ დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებებს არავაქცინირებულ ადამიანებში" 02.08.2021 11:08

164 მილიონი ვაქცინირებული ამერიკელიდან, დაახლოებით 125,000 ადამიანის ტესტი კოვიდზე იყო პოზიტიური (breakthrough infection -"გარღვევის შემთხვევები") და მხოლოდ 0,001% გარდაიცვალა. ასეთი შედეგეი გამოქვეყნა ამერიკის დაავადებატა კონტროლის ცენტრმა - CDC, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს. 

 

"მიუხედავად იმისა, რომ "გარღვევის შემთხვევები" მედიის ყურადღებას იპყრობს, მცირე რიცხვები აჩვენებს, რომ პანდემია უმეტესად საფრთხეა არავაქცინირებული მოსახლეობისთვის.

 

ეს რიცხვები არ ითვალისწინებს ასიმპტომურ შემთხვევებს აცრილ ადამიანებში ან მათ, ვისაც ტესტირება არ ჩაუტარებია. CDC აკონტროლებს მხოლოდ ჰოსპიტალიზირებულთა ან გარდაცვლილთა შემთხვევებს.

 

CDC– ს პრეზენტაციის სლაიდებმა აჩვენეს, რომ გამოუქვეყნებელი კვლევები აჩვენებს, რომ დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებებს არავაქცინირებულ ადამიანებში და ვრცელდება ისევე ადვილად, როგორც ჩუტყვავილა.

 

აცრილითა შორის ინფიცირებულთა მხოლოდ 0,004% იყო ჰოსპიტალიზირებულია და მხოლოდ 0.001% გარდაიცვალა, CDC– ს მიხედვით", - წერს ზაზა წერეთელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები