დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება" 02.08.2021 12:36

შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება კი არა, ,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან (1 ნოემბრის სცენარი არ უნდა განმეორდეს 3 ოქტომბერს), - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

"კარგად მესმის, რომ ეს „შეთანხმება“ მმართველმა გუნდმა ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად დაუშვა, მაგრამ როგორც ვნახეთ - პირიქით იმუშავა. დოკუმენტი ოპოზიციამ არევის, რადიკალიზაციის და პოლარიზაციისთვის იდეალურად გამოიყენა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო დოკუმენტის ანულირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მსგავსი შინაარსის რაიმე „ხელშეკრულება“ ისევ გაკეთდება რადიკალებსა და ოცნებას შორის, ეს ქვეყანას მხოლოდ დააზიანებს!!!


#გელოდებითარჩევნებზე2021 #გელოდებითარჩევნებზე2024" - წერს ბოჟაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები