დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6849

EUR 2.8804

ჩილეში, საფარი პარკში ვეფხვმა ქალი მოკლა 14.08.2021 21:23

ჩილეს საფარის პარკში მომუშავე ახალგაზრდა ქალს ვეფხვი დაესხა თავს და მოკლა.

 

ქალი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ქალაქ რანკაგუას საფარის პარკში, დედაქალაქ სანტიაგოდან 90 კილომეტრში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იყო.

ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილ ქალს  ჭრილობები  კისრის არეში აღენიშნება.
რანკაგუას პოლიციის  უფროსის თქმით,  ქალის განსაცდელი ხანმოკლე იყო. "მან ვერ გააცნობიერა, რომ ცხოველის გალიის კარი ღია იყო და  როდესაც მას ვეფხვმა შეუტია, ის ადგილზევე დაიღუპა.

 

საფარის პარკი დაიხურა, სანამ პოლიცია გამოძიებას აწარმოებდა. ხორხე მენა, რეგიონალური პროკურატურიდან, ამბობს, რომ ისინი  შესაძლო მესამე მხარის ბრალეულობას იძიებენ მომხდარის გამო.

 

ვეფხვის მდგომარეობა ცნობილი არ არის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ