დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

აღდგომის კუნძულის გიგანტების საიდუმლო 17.08.2021 21:58

 

აღდგომის კუნძული, ჩილის სანაპიროდან 3700 კილომეტრში, ერთ-ერთი ყველაზე მაგიური და იზოლირებული დასახლებული ადგილია დედამიწის ზურგზე. მისი მოსახლეობა საუკუნის განმავლობაში იყო გარესამყაროს მოწყვეტილი. უცხო ცივილიზაციამ უცნაური სკულპტურებით მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ქანდაკებები პოლინეზიელმა აბორიგენებმა დაახლოებით 1250-1500 წლებში შექმნეს, ამჟამად კუნძულზე შემორჩენილია  ქვის 887 სტატუა.

 

აღდგომის კუნძულების ქანდაკებათა სილუეტები ლამის მთელი მსოფლიოსთვის იყო ცნობილი, თუმცა რჩებოდა კითხვა-მაინც რა არის ამ გიგანტური თავების ქვეშ? მეცნიერებს ისიც აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა სკულპტურებს ტანი და ფეხები.

 

12 წლიანი გათხრების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კუნძულზე  განლაგებულ სკულპტურებს თავის შესაფერისი ზომის სხეული აქვთ და მათი სრული სიმაღლე 7-დან 20 მეტრამდეა.

 

აღმოჩნდა, რომ ქანდაკებები დროთა განმავლობაში, სიმძიმისა და  კლიმატური პირობების გავლენით ჩეშვნენ მიწაში ნელ-ნელა.

 

ქანდაკებებს კუნძულის ცენტრში არსებულ ქვის სამტეხლოში ამზადებდნენ და შემდეგ გადაჰქონდათ. ქვის გიგანტები კუნძულის მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდნენ. ყველა ქანდაკება კუნძულის მხარეს იყურება. მათი სიმბოლიზმი დღესაც აუხსნელია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ