დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში 21.08.2021 17:42

ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებს თა­ვი­ან­თი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი უყ­ვარ­დათ და ცდი­ლობ­დნენ ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ სა­ი­ქი­ო­ში ისი­ნი კარ­გად ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ამი­ტო­მაც რჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის  მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის ძა­ლი­ან რთუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი მო­ი­ფიქ­რეს.

 

ის, ვი­საც რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წო­დე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ცნო­ბილ ადა­მი­ანს წარ­მო­ად­გენ­და, შე­იძ­ლე­ბო­და მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მა­სა­ლე­ბი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი, პრო­ცე­სი კი ხან­მოკ­ლე იყო. სარ­კო­ფა­გე­ბი - არც ისე­თი მდიდ­რუ­ლი, რო­გო­რიც ფა­რა­ო­ნებს ჰქონ­დათ.

 

მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი "სტან­დარ­ტი­ზე­ბულსწარ­მო­ად­გენ­და: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფისი და ქსო­ვი­ლის გრძე­ლი ნაჭ­რე­ბი, რო­მელ­შიც და­ბალ­ზა­მე­ბულ სხე­ულს ახ­ვევ­დნენ. ასე გრძელ­დე­ბო­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ ერთხე­ლაც ეგ­ვიპ­ტე­ში ავ­სტრა­ლი­ელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ქა­ლის ისე­თი მუ­მია იპო­ვეს, რომელიც აქამდე არსებულ ინფორმაციებს მუმიფიცირებაზე, არ ემთხვეოდა.

 

მუ­მია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ვსა­უბ­რობთ, მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ავ­სტრა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ინ­გლი­სელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ჩარლზ ნი­კოლ­სონ­მა შე­ი­ძი­ნა (იმ დროს ეგ­ვიპ­ტის მუ­მი­ებ­ი მოდაში არ იყო, მაგ­რამ მა­ინც), სიკ­ვდი­ლის წინ კი მუ­მია მან სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტეტს უან­დერ­ძა. რო­გორც მუ­მი­ას შე­ე­ფე­რე­ბა, ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ცავ­ში იმ­ტვე­რე­ბო­და...

 

მკვლე­ვა­რებ­მა მუ­მი­ას ყუ­რა­დღე­ბა პირ­ვე­ლად 1999 წელს მი­აქ­ცი­ეს, როცა კომ­პი­უ­ტე­რულ­მა ტო­მოგ­რა­ფი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ რა­ღაც წეს­რიგ­ში არ იყო. ქსო­ვი­ლის ნი­მუ­შე­ბის შე­მოწ­მე­ბი­სას მას­ში თი­ხი­სა და ქვი­შის ნა­რე­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

 

თუმ­ცა კი­დევ თით­ქმის ოცმა წელ­მა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე მუ­მია თა­ვის სა­ი­დუმ­ლოს გას­ცემ­და.

 

აღ­მოჩ­ნდა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, რო­გორც წესი, ქსო­ვილ­ში გა­ახ­ვი­ეს, მაგ­რამ უკვე შემ­დეგ მისი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი (მარ­ცხე­ნა მუხ­ლი და წვი­ვი) "გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­შიდა­ზი­ან­და, შე­საძ­ლოა, სა­მა­რის მძარ­ცვე­ლე­ბის მიერ. ამ­რი­გად, ერთი ან ორი თა­ო­ბის შემ­დეგ ვი­ღა­ცამ ბე­ბი­ის "გა­რე­მონ­ტე­ბაგა­და­წყვი­ტა და მას თი­ხის ახა­ლი ბა­კა­ნი გა­უ­კე­თა

 

ოს­ტატ­მა, რო­მე­ლიც მუ­მი­ა­ზე მუ­შა­ობ­და, თი­ხის, ქვი­შის, ნამ­ჯი­სა და ქსო­ვი­ლი­სა­გან რთუ­ლი "სენდვი­ჩიგა­ა­კე­თა. ქვე­მო­დან ბა­კა­ნი მწვა­ნე ფე­რით იქნა შე­ღე­ბი­ლი, ზე­მო­დან კი ყვით­ლით.

 

"თიხა ფენა-ფე­ნად ედე­ბო­და, სა­ნამ ის ნო­ტიო და რბი­ლი იყო“, - გან­მარ­ტავს კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი კა­რინ სო­ვა­დასიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია-არ­ქე­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, - სხე­უ­ლი ჯერ ქსო­ვილ­ში გა­ახ­ვი­ეს, შემ­დეგ კი ის თი­ხის ბა­კან­ში მო­ა­თავ­სეს და ისევ ქსო­ვი­ლი შე­მო­ახ­ვი­ეს“.

 

მაგ­რამ რა­ტომ თი­ხა­ში და არა ტრა­დი­ცი­ულ ფის­ში?

 

"იმი­ტომ, რომ თიხა უფრო იაფი და ად­ვი­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი მა­სა­ლაა“, - ამ­ბობს კა­რინ სო­ვა­და, მაგ­რამ ამით მუ­მი­ის "თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ის ვი­ღა­ცამ ისევ და­ა­ზი­ა­ნა, ამ­ჯე­რად თა­ვი­სა და კის­რის არე­ში. და­ზი­ან­და ბა­კა­ნიც, თუმ­ცა მუ­მი­ის ხე­ლა­ხა­ლი რეს­ტავ­რა­ცია ისეთ­მა ადა­მი­ან­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და და თავ-კი­სე­რი სხე­ულ­ზე მე­ტა­ლის დამ­ჭე­რე­ბით და­ა­მაგ­რა.

 

თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რებ­მა გა­არ­კვი­ეს, თი­ხის ბა­კა­ნი მუ­მი­ის ერ­თა­დერ­თი უც­ნა­უ­რო­ბა არ ყო­ფი­ლა. ისე ჩანს, რომ სიძ­ვე­ლე­ე­ბით მო­ვაჭ­რე­ებ­მა სერ ჩარლ­ზი მო­ა­ტყუ­ეს და სრუ­ლი­ად უცხო სარ­კო­ფაგ­ში წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლად ჩა­დე­ბუ­ლი მუ­მია აჩ­ვე­ნეს. სხვა­თა შო­რის, ასე­თი თაღ­ლი­თო­ბა იმ დროს საკ­მა­ოდ ხში­რი იყო - არ­ტე­ფაქ­ტის ძვი­რად გა­ყიდ­ვის მიზ­ნით. ასე­ვე დად­გინ­და, რომ სარ­კო­ფა­გი, სა­დაც ქა­ლის სა­ხე­ლი "მე­რუ­ტაეწე­რა, პიქ­ტოგ­რა­მის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით ჩვენს ერამ­დე 1000 წელს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მუ­მია კი მას­ზე 200 წლით ახალ­გაზ­რდაა.

 

თუმ­ცა მკვლე­ვა­რე­ბის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ის ფაქ­ტი, რომ მუ­მია თი­ხის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ანუ ეს ახა­ლი სი­ტყვაა მუ­მი­ფი­კა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ძველ ეგ­ვიპ­ტე­ზე ჩვენს ცოდ­ნას აფარ­თო­ებს

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ