დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

18 სექტემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები 18.09.2021 11:04

 

დღის მოვლენები

 

1180 : ფილიპ ავგუსტუსი საფრანგეთის მეფე ხდება.

1502 : ქრისტეფორე კოლუმბი კოსტა-რიკაზე დგამს ფეხს მის მეოთხე, ბოლო მოგზაურობაში.

1635 : იმპერატორი ფერდინანდ II საფრანგეთს ომს უცხადებს.

1739 : ბელგრადის ხელშეკრულებით ბელგრადი ოსმალეთის იმპერიას გადაეცა.

1809 : სამეფო ოპერის თეატრი იხსნება ლონდონში.

1810 : მთავრობის პირველი ხუნტა განხორციელდა ჩილეში — პირველი ნაბიჯი ქვეყნის ესპანეთისგან განთავისუფლებაში.

1812 : მოსკოვის ხანძარმა ქალაქის შენობათა 90% და 1 000 ეკლესია გაანადგურა.

1851 : ნიუ-იორკ დეილი ტაიმი, რომელიც მოგვიანებით ნიუ-იორკ ტაიმსი გახდა, გამოდის

1885 : მასობრივი არეულობა დაიწყო მონრეალში სავალდებულო წითელას აცრის გამო ატეხილი პროტესტის შედეგად.

1906 : ტაიფუნით გამოწვეულმა ცუნამიმ ჰონკონგში 10.000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

1910 : ამსტერდამში 25 000-იანი მანიფესტაცია მოაწყვეს მამაკაცთა და ქალთა საერთო საარჩევნო უფლების მოთხოვნით.

1919 : ნიდერლანდებში ქალებს საყოველთაო არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცათ.

1922 : უნგრეთი ერთა ლიგაში გაწევრიანდა.

1934 : სსრკ ერთა ლიგის წევრი გახდა.

1943 : მეორე მსოფლიო ომი — მინსკის ებრაელები დახოცეს სობიბორთან.

1962 : რუანდა, ბურუნდი და იამაიკა გაეროს წევრები გახდნენ.

1973 : აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანიები გაეროს წევრები გახდნენ.

1976 : მაო ძედუნის დაკრძალვა პეკინში.

1982 : ქრისტიანული მილიცია ლიბანში 600 პალესტინელ ლტოლვილს ხოცავს.

1987 : აშშ და სსრკ ბირთვული ქობინების ერთობლივ განდადგურების შესახებ აცხადებენ.

1990 : ლიხტენშტაინი გაეროს წევრი ხდება.

 

 

ამ დღეს დაბადებულნი

 

53 : ტრაიანე — რომის იმპერატორი

1752 : ლეჟანდრი, ადრიან მარი — ფრანგი მათემატიკოსი

1761 : გრიგორ XVI — რომის პაპი

1786 : ქრისტიან VIII — დანიის და ნორვეგიის მეფე

1905 : გარბო, გრეტა — შვედი-ამერიკელი მსახიობი

1908 : ამბარცუმიანი, ვიქტორ — სომეხი ასტროფიზიკოსი

1923 : რუმინეთის დედოფალი ანა

1976 : რონალდო — ბრაზილიელი ფეხბურთელი.

 

ამ დღეს გარდაცვლილნი

 

96 : დომიციანე — რომის იმპერატორი

1180 : ლუი VII — საფრანგეთის მეფე

1598 : ტოიოტომი ჰიდეიოსი — ფეოდალური იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი

1783 : ეილერი, ლეონარდ — შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი

1807 : სმუგლევიჩი, ფრანცისკ — პოლონელი მხატვარი

1911 : პეტრე სტოლიპინი — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ მინისტრი

1927 : ტოკუტომი როკა — იაპონელი მწერალი

1961 : ჰამარშელდი, დაგ ილმარ — შვედეთის სახელმწიფო მოღვაწე

2017 : სოტკილავა, ზურაბ - ქართველი ტენორი

 

დღესასწაულები

 

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ზაქარია და ელისაბედი — იოანე ნათლისმცემელის მშობლები

თაიფალე და თიბეა

წმინდა სარვილე

წმინდა რაისა

წმინდა იუვენტინე და მაქსიმე

80 წმინდანი ნიკომიდიას წამებულნი

წმინდა აბდე

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები