დღე: 23

ღამე: 12

USD 2.6788

EUR 2.8583

პენტაგონი ქაბულზე დრონებით თავდასხმისთვის ბოდიშს იხდის 18.09.2021 13:27

 

პენტაგონში აცხადებენ, რომ გასულ თვეში ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებულ თავდასხმას 10 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 7 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს „ტრაგიკული შეცდომა“ იყო.

 

„ჩვენი გამოძიების თანახმად, თავდასხმა ტრაგიკული შეცდომა იყო“, - განაცხადა აშშ -ს ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი ფრენკ მაკკენზიმ.

 

მისი თქმით, დარტყმის განხორციელებისას ის დარწმუნებული იყო, რომ ეს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარდაუვალ თავდასხმას ააცილებდა, ახლა კი ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ დაღუპულები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების წევრები იყვნენ, ან აშშ-ის ძალებს საფრთხეს უქმნიდნენ.

 

განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმაც, სადაც მან თავდასხმას შეცდომა უწოდა და ბოდიში მოიხადა.

 

"ბოდიშს ვიხდით და შევეცდებით, ვისწავლოთ ამ საშინელი შეცდომისგან,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, აშშ-მა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს დრონებით დარტყმა განახორციელა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები