დღე: 14

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ეს უნდა იცოდეთ-შავი ქლიავის ჩირის უნიკალური სამკურნალო თვისებები 18.09.2021 15:37

 

ქლიავის ჩირი გამომშრალი შავი ქლიავია, რომელიც სხვადასხვა სახეობას მოიცავს. ხარისხიანი ქლიავის ჩირი უნდა იყოს რბილი, მაგრამ დამყოლი და არა გამომხმარი.


შავი ქლიავი  გამოიყენება ტკბილეულის, დესერტის, სალათების, ხორციანი და ბოსტნეული კერძების მოსამზადებლად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი მისი სამკურნალო თვისებები ანიჭებს.

 

ქლიავის ჩირი იმდენად მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომ მისი გამორიცხვა რაციონიდან დანაშაულია.

 

 

ვიტამინები 100 გ ქლიავის ჩირში:
A, რეტინოლი და მისი ექვივალენტური შენაერთი - 387.13 მგ;
B5, პანტოტენატი - 0.149 მგ;
C, ასკორბინის მჟავა - 0.757 მგ;
B1, ტიამინი - 0.409 მგ;
B6, პირიდოქსინი - 0.023 მგ;
E, - 0.247 მგ;
B2, რიბოფლავინი - 0.814 მგ;
PP, ნიკოტინის მჟავა, - 1.789 მგ;
B9, ფოლიუმის მჟავა - 3.094 მგ;
B4, ქოლინი - 100.93 მგ.

მაკროელემენტები 100 გ ქლავის ჩირი
ფოსფორი - 687.73 მგ;
მაგნიუმი - 408.36 მგ;
კალიუმი- 73.1924 მგ;
ნატრიუმი - 1.494 მგ;
კალციუმი - 421.06 მგ;
ფტორი- 3.696 მგ

 

სასარგებლო ვიტამინები და მიკროელემენტები გაცილებით მეტია ჩირში, ვიდრე თავად ქლიავში.ამიტომ გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა სამკურნალოდ.

 

 

ოსტეოპოროზის დროს

სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს ოსტეოპოროზსის დიაგნოზს უსვამენ. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 10 ცალი შავი ქლიავის ჩირი შეამცირებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკს.

 

ყაზბობის დროს

ქლიავის ჩირი მსუბუქი, თუმცა ეფექტური გამხსნელი საშუალებაა. იმისათვის, რომ ყაზბობას გაუმკლავდეთ, ყოველდღე მიირთვით ცხელ წყალში დალბობილი 3 ცალი ჩირი  ან ჩირის ნახარში.

 

გულისთვის

შავი ქლიავის ჩირის დახმარებით, თქვენს გულს გამძლეობასა და სიმყარეს მიანიჭებთ.

ის აძლიერებს გულის კუნთს, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს. ამის წყალობით, ის ადამიანები ვინც რეგულარულად მიირთმევენ ჩირს, მნიშვნელოვნად იმცირებენ გულის დაავადებების გაჩენის რისკს. განსაკუთრებით რეკომენდირებულია მაღალი ქოლესტერინის დროს.

 

 

თირკმელებისთვის

მშრალი ქლიავი შარდმდენი ფუნქციით გამოირჩევა, რითაც უმკლავდება ძლიერ შეშუპებებსაც კი, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციონირებას, გამოდევნის შლაკებს და ტოქსინებს ორგანიზმიდან.

 

 

მხედველობისთვის

შავი ქლიავი მდიდარია ა ვიტამინით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.

რეკომენდირებულია მათტვის ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან ან თვალის ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა.

 

 

ანგინის დროს

ჩირის ნახარში ეფექტური საშუალებაა პირში გამოსავლებლად ანგინის, სტომატიტის და სხვა მსგავსი დაავადებების დროს, რადგან გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები.

 

 

 


ანტიოქსიდანტი

ჩირის სისტემატური მიღება ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკებს, ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს. 

 

 

ნერვული სისტემა

აფხიზლებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ორგანიზმზე სტრესის ნეგატიურ გავლენას და გვეხმარება შფოთვასა და უძილობასთან ბრძოლაში.

 

 

 

პოტენციის გასაზრდელად

ქლიავის ჩირის რეგულარული მოხმარების დროს იზრდება პოტენცია, მცირდება პრემენსტრუალური სინდრომი ქალებში.

 

 

გასახდომად

პროდუქტი კალორიულია, თუმცა ნაღველ-შარდმდენი და გამხსნელი მოქმედების წყალობით, გეხმარებათ ნაწლავების გაწმენდაში. ასევე, კალიუმის დიდი შემცველობის წყალობით, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

 

და ბოლოს, შავი ქლიავის ჩირი იდეაური და უგემრიელესი სასარგებლო სასუსნავია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები