დღე: 17

ღამე: 8

USD 2.6797

EUR 2.8777

სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ქალების სამინისტროს ნაცვლად 18.09.2021 17:01

 

„თალიბანმა“ ქვეყანაში ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა და ის სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროთი ჩაანაცვლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ქალების საქმეთა სამინისტროს შენობაზე აბრა უკვე ჩამოხსნეს და ახალი სამინისტროს აბრით შეცვალეს.

 

BBC-ი წერს, რომ სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო 1990-იან წლებში, ავღანეთში „თალიბების“ მმართველობის პერიოდში, მკაცრ ისლამურ წესებს და ქალებზე მკაცრ შეზღუდვებს ახორციელებდა.

 

"მთავარი მიზანია ისლამის მსახურება. ამიტომ, სათნოებისა და მანკიერების სამინისტრო აუცილებელია", - განაცხადა „თალიბანის“ ერთ-ერთმა წევრმა, მუჰამედ იუსუფმა.

ავღანელი ქალები შიშობენ. რომ დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებულ მცირეოდენ  უფლებებსაც კი კვლავ დაკარგავენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები