დღე: 17

ღამე: 11

USD 2.6797

EUR 2.8777

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს-Bloomberg 18.09.2021 22:01

 

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 31.1 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 38.1%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

 

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.1 მილიარდს გადააჭარბა.

 

ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 772 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 552 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 383 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 62.4% აიცრა, აშშ-ში 54.2%, ჩინეთში კი - 69.3%.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები