დღე: 36

ღამე: 22

USD 2.6993

EUR 3.1317

"უკრაინელებმა სამხრეთით რუსული ძალების კუთვნილი ბომბდამშენი და ვერტმფრენი გაანადგურეს, ლიკვიდირებულია 120 ოკუპანტი" - ომის 203-ე დღე 14.09.2022 11:03

რუსეთ-უკრაინის ომის 203-ე დღე


ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

 

 

უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ერთი დღის განმავლობაში საოკუპაციო ავიაციის Su-24M ტიპის ბომბდამშენი და Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.

 

„ჩვენმა თვითმფრინავმა მტრის პოზიციებს 9 დარტყმა მიაყენა. დავიდივ-ბრიდის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების ძალებმა საოკუპაციო ავიაციის Су-24М ტიპის ბომბდამშენი და Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს“, - აღნიშნავენ სარდლობაში.

 

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მილოვესა და დუდჩანში მოწინააღმდეგის ძალებისა და აქტივების კონცენტრაციის სამ ადგილს დაარტყეს, უროჟაინოესა და ხერსონში კი მართვის სამი პუნქტი გაანადგურეს.

 

ამასთან, გასული დღის განმავლობაში მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 121 სამხედრო, ხუთი ტანკი, ცხრა სხვა ჯავშანმანქანა, სამი Мста-Б ტიპის ჰაუბიცა, ორი თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“, ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა Панцирь С1 და ოთხი საწყობი საბრძოლო მასალებით.

 

კრემლმა ხარკოვის ოლქში მარცხი აღიარა, რაც მოსკოვის მიერ უკრაინაში განცდილი მარცხის აღიარების პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

 

მათივე ინფორმაციით, კრემლის ოფიციალური პირები და სახელმწიფო მედიის პროპაგანდისტები ინტენსიურად განიხილავენ ხარკოვის ოლქში რუსეთის მარცხის მიზეზებს, რაც შესამჩნევი ცვლილებაა რუსეთის “გაზვიადებული ან შეთითხნილი წარმატებების გაშუქების წინა მოდელისგან".

 

ორგანიზაციის შეფასებით, კრემლის მიერ მარცხის აღიარება იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანი წარუმატებლობით გამოწვეული კრიტიკის პრეზიდენტ პუტინიდან თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ხელმძღვანელობაზე გადატანაა.

 

„კრემლის წყაროები ახლა მუშაობენ იმისათვის, რომ პუტინი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ და ხარკოვის დაკარგვაში პუტინის გარემოცვის არაინფორმირებული სამხედრო მრჩევლები დაადანაშაულონ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ