დღე: 25

ღამე: 14

USD 2.7456

EUR 3.1012

საქართველოსა და მოლდოვაზე რუსეთის ზეგავლენის მცდელობები ძლიერდება - ანალენა ბერბოკი 20.03.2023 16:53

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ესპანურ გამოცემა Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს განზრახული აქვს დესტაბილზაციის შექმნა საქართველოსა და მოლოდვაში.



„ეს რუსეთის სტრატეგიაა, დესტაბილიზაცია შეიტანოს ქვეყნებსი, რომელბიც ევროპულ გზას მიჰყვებიან“, - განაცხადა ბერბოკმა შეკითხვის პასუხად, ხომ არ იზიარებს შიშს, რომ საქართველო და მოლდოვა მოსკოვს მხარს დაუჭერენ.



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკარაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოსა და მოლდოვაზე რუსეთის ზეგავლენის მცდელობები ძლიერდება.



„ჩვენ ვიზიარებთ მათ ევროპულ ღირებულებებს და მხარს ვუჭერთ მათ სურვილს, გადაწყვიტონ, იცხოვრონ მშვიდობიანად და იყვნენ თავისუფლები ევროპაში წევრობის პერსპექტივით“, - განაცხადა ბერბოკმა.


ავტორ(ებ)ი :

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ