რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ზნამენკას 19 ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი დაიწყო. ინტენსიური ცეცხლი მესამე სართულის ფანჯარაში ჩანს”, - განაცხადა “ტასის” ერთ-ერთმა წყარომ.
მისი თქმით, ხანძარს სირთულის მეორე ნომერი აქვს მინიჭებული (შესაძლებელი ხუთიდან).
“ხანძრის სართულზე მაღალი კვამლიანობა და მაღალი ტემპერატურაა”, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge