ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ -ირაკლი კობახიძე 17.10.2025 13:22

ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმდენი იქნება დაკავებული, რამდენიც ჩადიოდა ძალადობას და რამდენიც მონაწილეობდა ძლადობრივად დამხობის მცდელობაში. 

„ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში, ყველა უნდა შეეგუოს ამას. ჩვენ ვაფრთხილებდით, ყველანაირად ვცადეთ, დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან, თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს, შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. 

რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ