,, ევროკავშირის საელჩო ამტკიცებს, რომ „ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა“ - შალვა პაპუაშვილი 22.10.2025 23:22

ვერ ვხდები, მაინც რომელი - ქართველების ისტორია, კულტურა, განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საელჩო ამტკიცებს, რომ „ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა“.

“ევროკავშირის საელჩომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძეს მიწერა, რომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვს და ახლა ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ეს წერილი მსჯავრდებული ცეცხლაძის მხარდაჭერას არ ნიშნავს და ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, თუკი მათ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხები აინტერესებთ.

ვერ ვხდები მაინც ამათგან რომელი - ქართველების ისტორია, ქართველების კულტურა, ქართველების განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?“, - წერს პაპუაშვილი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ