07.11.2025 20:58
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, არ სჯერა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი განცხადებების, სადაც ის ცდილობს, „სიკეთე გამოავლინოს” უკრაინელი ხალხის მიმართ.
ზელენსკის თქმით, სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტია რუსეთმა უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს.
„ლუკაშენკო არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ის ახლა მედიაში ძალიან ენამოსწრებული გახდა, აჩვენებს, თუ რამდენად კეთილია ჩვენი ხალხის მიმართ. ჩვენ არ გვჭირდება მისი სიკეთე დილის ოთხ საათზე ჩამოგდებული რაკეტებით. ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ყველაფერი კარგად გვახსოვს და ის მაინც გადაიხდის იმისთვის საფასურს, რაც გააკეთა, კერძოდ, მისი ტერიტორიიდან თავდასხმის დაშვებისთვის. სრულმასშტაბიანი ომი ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო. ამას არავინ დაივიწყებს,“- განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორ(ებ)ი :