საქართველოში ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით -გარემოს ეროვნული სააგენტო 17.11.2025 14:00

საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით, - ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია.

„პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები მიიღოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge, „რეკომენდაციების" ველში.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ