ალექსანდრ სტუბი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს 18.11.2025 13:34

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ფინეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

სტუბის თქმით, ეს საშუალება რუსული ინდუსტრიის დასასუსტებლად და ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასათანხმებლადაა საჭირო.

ფინეთის პრეზიდენტის აზრით, დონალდ ტრამპის მიდგომა ზეწოლისა და შეღავათების პრინციპზეა დაფუძნებული.

„მან ჯერ სცადა რბილი მიდგომა - ალასკაში და პუტინთან სატელეფონო საუბრისას. როცა მიხვდა, რომ რუსები არ აპირებდნენ დათმობას და არ იყვნენ დაინტერესებულნი მშვიდობით, გადავიდა მკაცრ ზომებზე. ჩვენ ახლა სწორედ ამ მკაცრი ზომების ეტაპზე ვართ", - განაცხადა სტუბმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ