,, ტრამპის გეგმა რუსეთის პირობებს ასახავს, და ის ვერ განხორციელდება''- ანდრეი სიბიგა 21.11.2025 18:02

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებს ასახავს, და ის ვერ განხორციელდება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, სიბიგამ განაცხადა, რომ ნებისმიერი გეგმა რომელიც აგრესორის დაკმაყოფილებას მოიცავს, კიევისთვის მიუღებელია და ის ომის გაფართოებას გამოიწვევს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირშიც აცხადებენ, რომ რუსეთის პირობებზე დათანხმება რუსულ აგრესიას წაახალისებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის ან ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ