21.11.2025 18:25
ხაბეიშვილი, რომელიც პროდასავლური ოპოზიციის სახეა და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ვერ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ ინგლისური არ იცოდა - ამის "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აცხადებს.
"ხაბეიშვილი, რომელიც პროდასავლური ოპოზიციის სახეა და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ვერ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ ინგლისური არ იცოდა. და შემოგვტენეს, რომ აი ასეთია ქართველი, ქართველი ცოტა აფერისტი, ცოტა "ჩალიჩნოი" ტიპი, ცოტა ცილისმწამებელი, ცოტა უსინდისო, ცოტა თავზეხელაღებული, ცოტა თავხედი და თან გაუნათლებელი,"- აცხადებს ოთარ კახიძე.
ავტორ(ებ)ი :