28.11.2025 17:47
The Economist-ის შეფასებით, უკრაინის ომის დასრულება ევროკავშირში სერიოზულ განხეთქილებას გამოიწვევს. თუ კონფლიქტმა, თავის დროზე ევროპა გააერთიანა, მშვიდობამ შეიძლება მათი პოზიციები გაყოს, - წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, ომის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთზე უფრო მკაცრ წნეხს მოითხოვენ, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოები სამხედრო ხარჯების შემცირებასა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას შეეცდებიან.
უთანხმოება მოსალოდნელია უკრაინის აღდგენის დაფინანსებასა და რუსეთის აქტივების განაწილებასთან დაკავშირებითაც. თუმცა Economist-ის ცნობით, ყველაზე მტკივნეული ამერიკასთან დაკავშირებული დავა იქნება, ვინაიდან ბევრი ევროპელი ვაშინგტონს სანდო მოკავშირედ აღარ მიიჩნევს.
ავტორ(ებ)ი :