პოლიტიკო - გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება 14.12.2025 13:29

 

გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება, - ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო" ავრცელებს.

როგორც მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რამდენიმე ათეული გერმანელი ჯარისკაცი პოლონეთის „აღმოსავლეთის ფარის" პროგრამას 2026 წლის აპრილიდან შეუერთდება. მისია თავდაპირველად 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გერმანელი ჯარისკაცები საინჟინრო სამუშაოებზე იმუშავებენ.

„აღმოსავლეთის ფარი" 2.3 მილიარდ ევროიანი პროგრამაა, რომელიც ვარშავამ გასულ წელს გამოაცხადა აღმოსავლეთ საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ