,,ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს''- „როიტერი“ 14.12.2025 17:54

 

უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „როიტერი" წერს.

როგორც მედია იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასასრულებლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისის სახით, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ში გაწევრიანების ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისი იყო.

„უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატო-ში გაწევრიანება, ეს არის რეალური უსაფრთხოების გარანტიები. აშშ-მა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი ამ მიმართულებას. ამიტომ დღეს, უკრაინასა და აშშ-ს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები, აშშ-ს მხრიდან ჩვენთვის მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები და ევროპელი კოლეგების, ასევე სხვა ქვეყნების - კანადის, იაპონიის - უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი რუსული შემოჭრა. და ეს უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია", - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა,რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო უნდა იყოს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ