ქვეყანაში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი იქმნება 15.12.2025 19:03

 

ქვეყანაში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი იქმნება. ცვლილებები "საბაჟო კოდექსში" შედის, რომელიც დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს.

ცენტრთან ერთად შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფებიც. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, საბაჟო ორგანოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შეიქმნება ცენტრი, რომლის მიზანიც იქნება ნარკოტიკების გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი უწყების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა.

"ამ ცვლილების და ერთობლივი ჯგუფების შექმნის ძირითადი მაპროვოცირებელი არის სწორედ ის ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტები, რაც დაკავშირებული იყო ნარკოტიკების ტრანზიტთან და ფაქტების აღმოჩენასთან. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ცალკე მიმართულება ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 16 სხვადასხვა განყოფილება ჩამოყალიბდა, რომელიც ადგილზე, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ამ მიმართულებით საბაჟო დეპარტამენტთან ერთად და მათი ძირითადი სამიზნე იქნება ნარკოტიკების ტრანზიტის გამოვლენა, ასევე სხვა აკრძალული ნივთების გამოვლენა," - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ