მარგუს ცაჰკნა - ევროპა აღარ უნდა მოიქცეს ბებერი, მსუქანი, ზარმაცი კატასავით, რომელიც ელოდება, რომ ვინმე სხვა დაიცავს ან რძეს დაუსხამს ჯამში 16.12.2025 18:46

 

ევროპა აღარ უნდა მოიქცეს ბებერი, მსუქანი, ზარმაცი კატასავით, რომელიც ელოდება, რომ ვინმე სხვა დაიცავს ან რძეს დაუსხამს ჯამში, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას აშშ-თან ურთიერთობების შესახებ დაუსვა შეკითხვა.

„აშშ-თან ურთიერთობები უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ, ამავე დროს, ევროპაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა გაღვიძების დროა. ესტონეთი ძალიან მკაფიო პოზიციაზეა უკვე ათ წელზე მეტია, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს, იკისროს მეტი პასუხისმგებლობები, ჩვენ თავდაცვაში მეტი ინვესტიცია უნდა დავაბანდოთ. ჩვენ მეტად აღარ უნდა მოვიქცეთ, როგორც ზარმაცი, მსუქანი, ბებერი კატა, რომელიც უბრალოდ ელოდება, რომ ვინმე მოვა და დაგვიცავს, ან ვინმე სხვა დაგვისხამს ჯამში რძეს და შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, დავლიოთ თუ - არა. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. ევროპა ძლიერი თუ იქნება, მაშინ აშშ-თანაც ძალიან გასაგები და მკაფიო ურთიერთობები გვექნება. ტრანსატლანტიკური კავშირი ძლიერია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და ევროპას უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს. ეს ეხება არა მხოლოდ თავდაცვას, არამედ ვაჭრობას და ზოგადად თანასწორ ურთიერთობებს", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ