დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია -კეროლაინ ლევიტი 07.01.2026 22:53

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ყოველთვის დაიცავს პოლიტიკას, რომელიც შეერთებული შტატებისთვის იქნება საუკეთესო.

„ეს ნიშნავს ემბარგოს აღსრულებას „ჩრდილოვანი ფლოტის" ყველა გემის წინააღმდეგ, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებენ," - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, მას სჯერა, რომ ეს აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობას არ გამოიწვევს, რადგან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს კარგი ურთიერთობა აქვთ.

„მე მჯერა, რომ ეს პირადი ურთიერთობები გაგრძელდება", - განაცხადა ლევიტმა და აღნიშნა, რომ სანქცირებული ტანკერების დაკავება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა და აშშ-ის პრეზიდენტს ამის განხორციელების არ ეშინია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ