"ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება"-ტრამპისა და ზელენსკი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დასრულდა 22.01.2026 18:04

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დავოსში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დასრულდა.

როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა რაღაც ეტაპები გასავლელი რჩება.

„ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება", - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დამატებით დეტალებზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დავოსში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელიც თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ