24.01.2026 12:35
აშშ-ის 2026 წლის თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც არაერთხელ საჯაროდ უთქვამს.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობას წარმოადგენს", - აღნიშნულია ახალ სტრატეგიაში.
უკრაინაში ომის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება ნატოს მოკავშირეების ლიდერობა და ერთგულება, - წერია 2026 წლის თავდაცვის სტრატეგიაში.
ავტორ(ებ)ი :