8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა 13.02.2026 17:46

8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით:

ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე"; ბ) „ღვინის ეროვნული დღე" აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს", - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 12 თებერვლით თარიღდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ