ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო 25.02.2026 16:43

კომპანია "მაიკროსოფთის" დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო.

 

ბილ გეითსმა "აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე" გარდაცვლილ ფინანსისტსა და სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო, ფონდის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, განუცხადა გეითსის საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა Reuters-ს წერილობით განცხადებაში.

 

საქველმოქმედო ჯგუფის წარმომადგენლებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც  Wall Street Journal-მა  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბილ გეითსმა თანამშრომლებს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო ბოდიში მოუხადა.

ების გამო.

 

Wall Street Journal-ის ცნობით, გეითსმა თანამშრომლებს უთხრა, რომ დიდი შეცდომა იყო ეპშტეინთან დროის გატარება და გეითსის ფონდის ხელმძღვანელების შეხვედრებზე მიყვანა. გამოცემის მიხედვით, ეს ინფორმაცია დაფუძნებულია შეხვედრის ჩანაწერზე.

 

"ბოდიშს ვუხდი სხვა ადამიანებს, რომლებიც ამაში ჩაერთნენ ჩემ მიერ დაშვებული შეცდომის გამო. მე არ ჩამიდენია არაფერი უკანონო. მე არ მინახავს არაფერი უკანონო", – განუცხადა გეითსმა თანამშრომლებს.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, გეითსი და ეპშტეინი ეპშტეინის სასჯელის მოხდის შემდეგ არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განეხილათ Microsoft-ის დამფუძნებლის საქველმოქმედო საქმიანობის გაფართოება.

 

DOJ-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასევე შედიოდა ფოტოები, სადაც Microsoft-ის დამფუძნებელი პოზირებს ქალებთან, რომელთა სახეები დაფარულია. გეითსს ადრე უთქვამს, რომ ეპშტეინთან ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფილანტროპიულ საკითხებზე საუბრით და რომ მასთან შეხვედრა შეცდომა იყო.

 

Wall Street Journal-ის ცნობით, გეითსმა ფონდის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ფოტოები გადაღებულია ეპშტეინის თხოვნით, მისი ასისტენტებთან ერთად შეხვედრების შემდეგ.

გეითსის ფონდის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ გეითსმა დაგეგმილი შეხვედრა გამართა თანამშრომლებთან და უპასუხა კითხვებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნებაზე.

 

"შეხვედრაზე ბილმა გულწრფელად ისაუბრა, დეტალურად უპასუხა რამდენიმე კითხვას და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე," — განაცხადა მან.

 

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდის განცხადება ასახავს იმ ინფორმაციას, რაც მილიარდერმა თანამშრომლებს გაუზიარა შეხვედრაზე, და ამასთან დაკავშირებით ფონდი მეტ კომენტარს არ გააკეთებს.

 

 თვის დასაწყისში გეითსის ფონდმა განაცხადა, რომ არასდროს განუხორციელებია რაიმე ფინანსური გადახდა ეპშტეინისთვის და ის არცერთ დროს არ ყოფილა ფონდის თანამშრომელი.

 

გასულ კვირას მილიარდერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა ინდოეთში დაგეგმილ AI Impact Summit-ზე, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე უნდა გამოსულიყო ძირითადი სიტყვით.

 

გეითსის ფონდი, რომელსაც თავმჯდომარეობს ბილ გეითსი და რომელიც მან და მისმა მაშინდელმა მეუღლემ 2000 წელს დააარსეს, მსოფლიოში გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ