01.03.2026 13:27
1-ლი მარტიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად "შრომითი საქმიანობის უფლება" უნდა მოიპოვოს.
უცხოელთათვის "შრომითი საქმიანობის უფლების ნებართვებს სსიპ "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია. სერვისის მიმღებმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია პორტალზე labourmigration.moh.gov.ge უნდა ატვირთონ.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის, დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.
ავტორ(ებ)ი :