04.03.2026 16:05
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით.
„ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც ირანული ტერორისტული რეჟიმი დანიშნავს, რათა ისრაელის განადგურების, შეერთებული შტატების, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის ქვეყნების მისამართით მუქარის გეგმები გააგრძელოს და ირანელ ხალხზე ზეწოლა განაგრძოს, უსიტყვოდ იქნება ამოღებული მიზანში ლიკვიდაციისთვის", - დაწერა კაცმა სოციალურ ქსელ X-ში.
კაცის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ახალ ლიდერს, ან სად დაიმალება ის.
„ჩვენ მომავალშიც სრული ძალით ვიმოქმედებთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა ძირი გამოვუთხაროთ რეჟიმის პოტენციალს და შევქმნათ პირობები მისი დამხობისა და ირანელი ხალხის ჩანაცვლებით", - დასძინა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.
ავტორ(ებ)ი :