ილია მეორემ ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში-ალექსანდრ ლუკაშენკო 20.03.2026 17:37

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიუსამძიმრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი წერილში უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მან ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გამოჩენილი ქართველი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა რა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. მისი უწმინდესობის, ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას. გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს. მარადიული ხსოვნა ამ გამორჩეულ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში", - აღნიშნულია ბელარუსის პრეზიდენტის წერილში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ