27.03.2026 01:01
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელიოკნა-ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს, მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმასახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218.41 მოაგროვეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.
კვარცხლბეკი:
1. მინერვა ფაბიენ ჰას-ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია)
2. ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა (საქარათველო)
3. ლია პერეირა-ტრენტ მიშო (კანადა).
ავტორ(ებ)ი :