08.04.2026 12:32
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მერცის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, მკვეთრად შემცირდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერაც, - ამის შესახებ „პოლიტიკო" წერს.
ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, მათი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ეს მაჩვენებელი, მარტის დასაწყისთან შედარებით, ცხრა პუნქტით არის შემცირებული და აჩვენებს, რომ გერმანელთა 84% უკმაყოფილოა მერცის კოალიციური მთავრობის მუშაობით.
პირადი რეიტინგით, მერცის საქმიანობას დადებითად ამომრჩეველთა 21% აფასებს. როგორც „პოლიტიკო" წერს, ეს მცირედით აღემატება მისი წინამორბედის, ოლაფ შოლცის რეკორდულად დაბალ, 20%-იან მაჩვენებელს.
როგორც გამოცემა წერს, დაბალი რეიტინგები ასახავს საზოგადოების უკმაყოფილებას, რომელიც უკავშირდება მთავრობის შეცდომებსა და შიდა დაძაბულობას. მერცის მკაცრმა პოლიტიკამ მიგრაციის საკითხში კოალიციაშიც კი უკმაყოფილება გამოიწვია. ასევე, ეკონომიკურ მიმართულებაშიც, მერცი ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ნდობის მოპოვებას.
როგორც „პოლიტიკო" წერს, ქვეყანაში უმუშევრობა 6.6%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ათწლეულზე მეტი პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ავტორ(ებ)ი :