11.04.2026 15:01
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისლამაბადში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შეხვდა.
ჯეი დი ვენსთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები რეგიონში მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
მანამდე, შეჰბაზ შარიფი ირანის დელეგაციასაც შეხვდა.
ცნობისთვის, დღეს პაკისტანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
ავტორ(ებ)ი :