21.04.2026 23:37
ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.
ბალტიის ზღვაზე, ოპერაციაში ჩართული იყო შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიის, რუმინეთის და საფრანგეთის Rafale-ის ტიპის თვითმფრინავები.
როგორც „ევრონიუსი" წერს, რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფი შედგებოდა ორი ზებგერითი Tu-22M3-ის ტიპის ბომბდამშენით და დაახლოებით ათი Su-30-ის და Su-35-ის ტიპის გამანადგურებლებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ფრენა წინასწარ იყო დაგეგმილი და ნეიტრალურ წყლებზე, საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წესების სრული დაცვით განხორციელდა.
ავტორ(ებ)ი :