2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 1 393 რუსეთის მოქალაქეა 24.04.2026 14:23

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, ხოლო 1 426-ს შეუწყდა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მეტი - 1 393 ადამიანი, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის ფედერაციიდან იყო. 296-მა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა გერმანიიდან, უკრაინიდან - 114-მა პირმა, სომხეთიდან - 104-მა პირმა, აშშ-დან კი 81-მა პირმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, 2025 წელს ამის იურიდიულ საფუძველს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა. საქსტატის ინფორმაციით, 1 426 პირიდან, ვისაც გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, 639-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეობაც 209 პირმა მიიღო და მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს 121 პირით.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ