05.05.2026 20:49
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ბარელის ფასი იმაზე მეტად არ გაზრდილა, ვიდრე ის მოელოდა.
„მე მეგონა, რომ ნავთობის ფასი 200, 250 ან შესაძლოა 300 დოლარამდეც კი ავიდოდა და ვიცი, რომ ეს დროებითი იქნება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„დღეს ფასი დაახლოებით 102 დოლარია. ეს ძალიან მცირე საფასურია იმისათვის, რომ ბირთვული იარაღი ჩამოვართვათ ადამიანებს, რომლებიც მართლაც გონებრივად შეშლილები არიან", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი „უბრალოდ დასტაბილურდება".
ავტორ(ებ)ი :