03.06.2026 16:46
ერევნის ამჟამინდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„ეს მხოლოდ კიდევ ერთი მაგალითია ოფიციალური ერევნის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა. თუმცა პრაქტიკაში ეს ნაბიჯები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ კონკრეტულ ქმედებებამდე მიდის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან დაკავშირებით შეგნებული არჩევანი უნდა გააკეთოს.
2025 წელს სომხეთში მიიღეს კანონი რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვის შესახებ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდეს თუ არა ევროკავშირს თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩება.
ავტორ(ებ)ი :