20.06.2026 20:49
ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ბიძინას გარეშე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს მყარი, სანდო და ძლიერი ალტერნატივა,- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის საზოგადოებას „5+1 პუნქტზე" შეთანხმებას სთავაზობს.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური გაერთიანება არსებობდეს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ბიძინას გარეშე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს მყარი, სანდო და ძლიერი ალტერნატივა. მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, რაშიც ძალისხმევის ჩადებას მომავალში არ დავიშურებთ",- აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ავტორ(ებ)ი :