დღე: 25

ღამე: 13

USD 2.7456

EUR 3.1012

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში პარლამენტის წინ აქციების ჩატარება აკრძალა 18.03.2023 23:14

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში პარლამენტის წინ აქციების ჩატარება აკრძალა. მიზეზი ორდღიანი მასობრივი არეულობები გახდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სავაჭრო ობიექტები და ავტომანქანები. სამართალდამცველებს 300-ზე მეტი აქტივისტი ჰყავთ დაკავებული. ახალი საპროტესტო ტალღა პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ პრეზიდენტ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ოპონენტებმა ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულეს. მაკრონის რეფორმა საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ