დღე: 15

ღამე: 4

USD 2.7484

EUR 2.8998

„დეოლიგარქიზაციის კანონს რაც შეეხება, ევროპის საბჭომ თქვა, რომ პერსონალური მიდგომა არ უნდა იყოს კანონში" - არჩილ თალაკვაძე 05.04.2023 13:52

პერსონალური მიდგომა ჩვენს მიერ შექმნილ პროექტში არ არის, არც იქნება, ჩვენ მივაწოდეთ სისტემური კანონი, სადაც არავის სახელი და გვარი არ წერია და არც იგულისხმება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე PACE- ს თანამომხსენებლების განცხადებას, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება.

 

თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ამაზე თქვა ჯერ ვენეციის კომისიამ და შემდეგ ევროსაბჭომ, რომ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური.

 

„დეოლიგარქიზაციის კანონს რაც შეეხება, ევროპის საბჭომ თქვა, რომ პერსონალური მიდგომა არ უნდა იყოს კანონში, გახსოვთ, ვინ ითხოვდა პერსონალურ მიდგომას? - ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამბობდა კანონიც კი არ გვჭირდება, სახელი და გვარი ჩავწეროთ პირდაპირო. ამაზე ჯერ ვენეციის კომისიამ და დღეს ევროპის საბჭომ თქვა, რომ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით თვეების განმავლობაში, კანონი უნდა იყოს სისტემური და ის იძლევა სისტემურ კრიტერიუმებს. პერსონალური მიდგომა ჩვენს მიერ შექმნილ პროექტში არ არის, არც იქნება, ჩვენ მივაწოდეთ სისტემური კანონი, სადაც არავის სახელი და გვარი არ წერია და არც იგულისხმება,"- განაცხადა თალაკვაძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა PACE-ს თანამომხსენებლების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ამ მოწოდების ადრესატი ოპოზიციაა.

 

"როგორც ევროკავშირი, ასევე ევროპის საბჭო უკვე პირდაპირ დადებითად აფასებს და აღიარებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს ევროინტეგრაციის მიმართულებით. რეკომენდაციების შესრულების სამუშაო პროცესი მიდის იმ გეგმით, როგორც ჩვენ დავაანონსეთ, რაც შეეხება რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნას, რომელიც ევროპის საბჭომ გააკეთა, აქ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაქვს გულწრფელი და სამართლიანი პასუხები. როცა საკითხი ეხება დეპოლარიზაციას, ევროპის საბჭომ ნახეთ, რომ მოუწოდა კიდევ ერთხელ პოლიტიკურ ძალებს ითანამშრომლონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე ის რადიკალურ ოპოზიციას ვერ მიმართავს და არ მიმართავს, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, შესაბამისად მიმართეს ყველა პოლიტიკურ ძალას, პირველ რიგში ამის ადრესატი არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ სტატუსის მიღება დაბლოკონ,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ