მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოთხი წლის შემდეგ საქართველო და თბილისი კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იღებს.
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და მეტი სიცოცხლით, სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :