რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამისთვის იქნა მიღებული შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
„რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, რასაც მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის და, საბოლოო ჯამში, მისი არმიყოლა მართლაც არის დაკავშირებული ადამიანების დევნასთან, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება. ამისთვის მივიღეთ შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ამიტომ ჩვენ აქ გვჭირდება მტკიცე პოზიციის გამოვლენა და პოზიციების დაცვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :