დღე: 36

ღამე: 21

USD 2.697

EUR 3.1466

გმირების ოჯახების რეაქციისა და კომისიის ვერდიქტის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებას და მფარველებს -შალვა პაპუაშვილი 08.08.2025 13:08

გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებასა და მფარველებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია საბოლოო ვერდიქტს დადებს.

„სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი უნდა ძრწოდეს, უნდა ეშინოდეთ გმირების ოჯახების რეაქციის. სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოში ბევრი უბედურება დაატრიალეს, რომლის დანაშაულებიც გამოძიებულია და დაიდება საბოლოო ვერდიქტი. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეშინოდეს, მის ყველა განშტოებას და უპირველესად, მის მფარველებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ და, რომელსაც მთლიანად ამხელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ