დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7051

EUR 3.1366

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა 22.08.2025 11:33

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

მთელი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა შესაბამის საარჩევნო კომისიებს. რეგისტრაცია გაიარა 6-მა საინიციატივო ჯგუფმა, 2-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს 42-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რეგისტრაცია გაიარა 39-მა საინიციატივო ჯგუფმა, 3-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოიდგინონ მხარდამჭერთა სიები.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ