დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7051

EUR 3.1366

საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა 22.08.2025 15:32

საქართველოში ისრაელის ახალ ელჩად ვალიდ აბუ ჰაია დაინიშნა.

როგორც საქართველოში ისრაელის საელჩო წერს, ჰაიამ რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

„დანიშნული ელჩი აბუ ჰაია, რომელიც დრუზი ისრაელელია, თავის მისიას იწყებს ურყევი მზადყოფნით, რათა კიდევ უფრო განამტკიცოს მეგობრობა და პარტნიორობა ისრაელსა და საქართველოს შორის“, – წერს ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვალიდ აბუ ჰაიამ ელჩის თანამდებობაზე ჰადას მეიცადი შეცვალა. მეიცადი ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ