დღე: 31

ღამე: 19

USD 2.6968

EUR 3.1237

საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა 23.08.2025 16:05

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა.

 

შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოთი თარიღდება.

 

განკარგულების თანახმად, ოლვიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა.

 

ფრანგული მედიის ცნობით, ის ასევე მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი.

 

ოლივიე კურტო შეცვლის შერაზ გასრის, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ